Image

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ პირველები ვიყოთ..." - ამან ყველა გააოგნა, ნახეთ რატომ დარჩა სინამდვილეში ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე

image
loading...

"რუსთავი 2"-ს დილის გადაცემის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი, ანი გიუნტერი საქმიანობას კვლავ "რუსთავი 2"-ზე გააგრძელებს.

„ემოციები საქმიან ურთიერთობებში არასდროს არის მომგებიანი. სწორედ ისეთივე შემართებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. 2006 წლიდან დილის გადაცემაში ვმუშაობ და ამის გამო ჩემ წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ საკუთარ თავთან და მაყურებლის წინაშე. სწორედ ამ ფაქტორმა გადაპირობა, რომ ახალ სეზონს ამ არხზე ვიწყებ”, – განაცხადა ტელეწამყვანი.

მისივე თქმით, ერთ დღეში დაკომპლექტდა ახალი გუნდი. გიუნტერის განცხადებით, მან ხელმძღვანელობისგან გარანტია მიიღო, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული თავისუფლების.

„რუსთავი 2″-ისთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობა უცხო არ არის, ამიტომაც ზუსტად ერთ დღეში დაკომპლექტდა ახალი გუნდი, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ პირველები ვიყოთ. მივიღეთ გარანტია, რომ ჟურნალისტებს გვექნება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული თავისუფლების დონე. მე მაქვს ნდობა იმ არხის მიმართ, სადაც ახლა ვმუშაობ, სხვაგვარად ვერ გავჩერდებოდი”, – აცხადებს ანი გიუნტერი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2″ „დილა მშვიდობისა საქართველოს” პროდიუსერმა და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. “რუსთავი2” ახალ საინფორმაციო ბადეს 16 სექტემბერს განახლებს.
წყარო - სარკე
шаблоны для dle 11.2
loading...
14-09-2019, 20:30
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები