Image

"ემიგრანტი დედა დღეს დაბრუნდა საქართველოში, რომ გაიგო შვილი დაეღუპა თვითონაც თავი მოიკლა..." - 18 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, ამის გაგების შემდეგ დედამაც თავი მოიკლა

image
loading...

წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინტერნეტ თამაშ ,,ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

ბიჭის დედა უცხოეთიდან დღეს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, ამბობს რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო.

ფაქიზო ფანჩულიძე ყვება, რომ ბიჭი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს იშვიათად დადიოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.шаблоны для dle 11.2
loading...
30-09-2019, 23:12
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები