Image

"ვისაც ჰგონია, რომ..." - ამან ყველა შოკში ჩააგდო, ნახეთ სინამდვილეში რატომ დარჩა ნიკა არაბიძე "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობს "მთავარ არხზე" გადასულებზე

image
loading...

"კო­მე­დი ჯგუფ­ში" მომ­ხდა­რი გა­ყო­ფის შემ­დეგ, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერს იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი 21 სექ­ტემ­ბრი­დან და­უბ­რუნ­დე­ბა. არხზე დარ­ჩნენ: ნიკა არა­ბი­ძე, ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, მიშა ან­დღუ­ლა­ძე, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი, ბექა ონი­ა­ნი, კობა ბა­რა­თე­ლი, სცე­ნა­რის­ტე­ბის გუნ­დი... ჰყავთ ახა­ლი, მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. რო­გო­რი იყო, ჯგუ­ფის გა­ყო­ფის პრო­ცე­სი, რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გახ­დნენ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ვინ იქ­ნე­ბა ახა­ლი ღა­მის შოუს ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი, ხე­და­ვენ თუ არა ცენ­ზუ­რის საფრ­თხეს და რო­მე­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით და­იტ­ვირ­თე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ე­თე­რო ბადე? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ნიკა არა­ბი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ნიკა, რო­გორ ხარ?
- ახლა არა მი­შავს, ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, ჯგუ­ფის გა­ყო­ფა საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი იყო. 15 წელი ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, ეს ცოტა არ არის. ერ­თად იმ­დენ დროს ვა­ტა­რებ­დით, იმ­დენს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით. პი­რა­დად მე გა­ყო­ფის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. ბუ­ნებ­რი­ვია, სხვებ­მაც გა­ნი­ცა­დეს.

- აქ დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ მი­ი­ღე?
- "რუს­თა­ვი 2" ჩე­მიც არის (იცი­ნის). ყვე­ლას თა­ვის არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­და, - დამ­რჩენ­საც და წამ­სვლელ­საც. მგო­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. დავ­რჩი იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ის საქ­მე ვა­კე­თო, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დი.

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ამ­ბო­ბენ, რომ "რუს­თა­ვი 2"-ში ცენ­ზუ­რა იქ­ნე­ბა. თა­ვად ამის საფრ­თხეს თუ ხე­დავ?
- ჯერ ამის საფრ­თხეს ვერ ვხე­დავ. დრო ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს უფრო კარ­გად აჩ­ვე­ნებს. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა გვაქვს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ ის, რაც გვინ­და და რო­გორც გვინ­და. უკვე ვლაგ­დე­ბით, სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ. "კო­მე­დი შოუ" ეთერ­ში 21 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ვი­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან შე­მოგ­ვე­მატ­ნენ: ზურა ნი­ჟა­რა­ძე, ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი, თაკო აბა­ში­ძე... დაგ­ვიბ­რუნ­დნენ ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე, ეკა აბ­ში­ლა­ვა და სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძე...

- მთავ­რო­ბის კრი­ტი­კა ძვე­ლე­ბუ­რად იქ­ნე­ბა?
- აუ­ცი­ლებ­ლად! ჩვენ ამ თე­მა­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ვი­სა­უბ­რეთ. კრი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა "წა­მა­ლიც" კი იყოს. მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბით.

- არხზე რო­მე­ლი გა­და­ცე­მე­ბი დარ­ჩა და რა სი­ახ­ლეს გეგ­მავთ?
- "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე", "კო­მე­დი შოუ", "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი" დარ­ჩა. სა­ნამ ეს ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი დაშ­ლა მოხ­დე­ბო­და, მო­ვას­წა­რით "გვი­ა­ნი შოუს" რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მის გაშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ილო ბე­როშ­ვილს და ნიკა გრი­გო­ლი­ას მიჰ­ყავ­დათ. ეს გა­და­ცე­მა ეთერ­ში მალე დაბ­რუნ­დე­ბა. მისი წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბა ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე და თა­ნა­წამ­ყვა­ნი გო­გო­ნე­ბი ეყო­ლე­ბა. ამ ფორ­მატ­ში იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბიც, ყვე­ლა­ფერს ახლა ნუ მა­ლა­პა­რა­კებ.

- ღა­მის შოუს ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა, ისე­თი, რო­გო­რიც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შოუ იყო, იქ­ნე­ბა?
- რა თქმა უნდა, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს გა­და­ცე­მა სა­ე­თე­რო ბა­დე­ში ოქ­ტომ­ბრი­დან ჩა­ეშ­ვე­ბა.

- წამ­ყვა­ნი თქვე­ნი გუნ­დი­დან შე­ირ­ჩე­ვა თუ რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ო­ბის მოწ­ვე­ვას ფიქ­რობთ?
- ჩვე­ნი გუნ­დი­დან შე­ირ­ჩე­ვა.

- ეჭვი მაქვს, თა­ვად იქ­ნე­ბი და არ ამ­ხელ.
- (იცი­ნის).

- გა­მო­ვი­ცა­ნი?
- შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს. ეთერ­ში დაბ­რუნ­და "კო­მე­დი არ­ხიც" და ამ არ­ხის ბა­დეც ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბით უნდა შე­ივ­სოს. "რუს­თა­ვი 2" და "კო­მე­დი არხი" იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით ეტა­პობ­რი­ვად და­იტ­ვირ­თე­ბა. ჯერ იმას ვუშ­ვებთ, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბას ბევრ ვინ­მეს­თან ვა­წარ­მო­ებთ.

- ღა­მის შოუს ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მის მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე ვინ იზ­რუ­ნებს?
- გვყავს ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხში კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან.

- თქვე­ნი გუნ­დის იმ წევ­რებ­თან, რომ­ლებ­მაც წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დღეს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?
- 15 წელი ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­ჩერ­დე­ბი ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც არ გიყ­ვარს, რო­მელ­საც არ აფა­სებ, რო­მელ­საც პა­ტივს არ სცემ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯგუ­ფის გა­ყო­ფა მოხ­და, ისი­ნი მა­ინც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- უკვე კონ­კუ­რენ­ტე­ბი.
- ჩვენ შო­რის უნდა იყოს ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია, თი­თო­ე­ულ მათ­განს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ! ვერ ვი­ტყვი, რომ მათი წარ­მა­ტე­ბა არ გა­მი­ხარ­დე­ბა.

- მა­შინ, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ერ­თად შე­იკ­რი­ბეთ, აქ რა ხდე­ბო­და?
- ეს ძა­ლი­ან ოჯა­ხუ­რი თე­მაა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე მარ­ტი­ვად არ მიგ­ვი­ღია, მა­ნამ­დე გვქონ­და სა­უბ­რე­ბი. ნა­წი­ლის­თვის დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო პრინ­ცი­პუ­ლი, ნა­წი­ლის­თვის - წას­ვლის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, გუნ­დმა ერ­თი­ა­ნო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ყვე­ლა არც აქ რჩე­ბო­და და არც იქ მი­დი­ო­და. ამის შემ­დეგ სა­ჭი­რო გახ­და, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მიგ­ვე­ღო... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლადшаблоны для dle 11.2
loading...
1-10-2019, 20:50
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები