Image

ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დააკავეს - რა გახდა მისი დაკავების მიზეზი

image
loading...

გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისმა კოლეგებმა აცნობეს.

“პრაიმტაიმი” შსს-ში აზუსტებს კონკრეტულად რას უკავშირდება ადვოკატის დაკავება, თუმცა თავად ადვოკატების ინფორმაციით, საქმე ეხება მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტს. კოლეგები დაუშვებლად მიიჩნევენ მოწმის ჩვენების საფუძველზე საქმეში ჩართული ადვოკატის დაკავებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნაირა ოტიაშვილი იცავდა 2018 წლის თებერვალში თემქაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ინტერესებს. გრიგალაშვილი დამნაშავედ სცნეს შეყვარებულის, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში.
шаблоны для dle 11.2
loading...
1-10-2019, 23:56
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები