Image

"მძღოლებს პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმები მოეხსნებათ..." - მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ნახეთ რომელ მძღოლებს გაუუქმდებათ პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმები

image
loading...

პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პატრულთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანხმად, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე.

ქალაქის მერიის ინიციატივით ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელსაც ტაქსების რეფორმა დავარქვით. ის მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე. ასევე, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მორგებული თავად ტაქსის მძღოლების ინტერესებზე. რეფორმა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილს ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ისინი გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარიანი ჯარიმებით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხის, ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი ინიცირება მოვახდინეთ, რომლის მიხედვითაც, ტაქსის იმ მღოლებს მოეხსნებათ ჯარიმები, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ“,-განაცხადა მდინარაძემ.
шаблоны для dle 11.2
loading...
2-10-2019, 20:56
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები