Image

"მთავარი დამნაშავე მე ვარ... გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა..." - გიორგი გვარჯავაძე გარდაცვლილ შვილზე

image
loading...

„მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია“ - ამის შესახებ მუსიკოსმა გიორგი გვარჯავაძემ, შოუში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა და ლენოს თვითმკვლელობის დღე გაიხსენა.

„მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია, ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და კონტროლის ქვეშ გვაქვს - არ ვიცით. ჩვენ ვართ უმეტესობა მუშათა კლასი და მდიდრებს რა პრობლემები აქვთ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ ჩვენს სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება.

მე და ლენოს მუსიკა გვაერთიანებდა, მისი ერთი სიმღერაც არ მაქვს პროფესიონალურად ჩაწერილი, არადა ყველაზე დიდი სტუდია მაქვს მთელს კავკასიაში და ჩემი შვილი ვერ ჩავწერე. ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, რომ გარანტირებულად არ თქვათ, რომ ამისთვის დროს გამოვნახავთო. არა ახლა არის დრო შენი ენერგია და დრო დახარჯო ბავშვზე.

არასდროს ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, ახლა ვთვლი, რომ შევცდი. არასდროს გამიხსნია მისი „ექაუნთი“ და არასდროს მინახავს მიმოწერეები, ეს რომ გამეკეთებინა ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა. მე რომ წამეკითხა მისი „მემუარები“, რომელიც კომპიუტერში ჰქონდა, მერე ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო, მეტი რა საქმე მქონდა. პირდაპირ ეწერა დღე 28, აქედან პირველ დღეზე, რომ ჩავალ მოვიკლავ თავს. მე გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა.

დილით წავედი სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მქონდა, უნდა მემუშავა. ლანა ღოღობერიძის ფილმი მქონდა.“ - თქვა გიორგი გვარჯავაძემ.
шаблоны для dle 11.2
loading...
3-10-2019, 00:28
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები