Image

ვარკეთილში 16 წლის ბიჭის დაღუპვის ახალი შოკისმომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი - რა კავშირშია საქმესთან "დედ ჰასანის" ოჯახის წევრი

image
loading...

"კურიერმა" ვარკეთილში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

ასლან უსოიანის, იმავე დედ ჰასანის ოჯახის წევრი პოლიციამ, ვარკეთილში მომხდარი თვითმკვლელობის საქმეზე დააკავა.

არასრულწლოვანი ბალოიანი იმ ჯგუფთან ერთად აიყვანეს, რომელსაც ძარცვის მუხლით ედავებიან. ეს სახელი და გვარი გამოძიებას იმ ადამიანებმა დაუსახელეს, რომლებმაც მე-11 კლასის მოსწავლე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახეს.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
шаблоны для dle 11.2
loading...
3-10-2019, 21:47
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები