Image

"ენითაუწერელი ტრაგედიაა ეს ამბავი.. იცით სინამდვილეში რატომ მოკლა ძმამ ძმა..." - გიორგი თაბაგარი ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე შოკისმომგვრელ ვერსიას ყვება

image
loading...

„თბილისი პრაიდი“ აქტივისტი გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. თაბაგარი ამბობს, რომ ძმის მიერ საკუთარი ძმის მკვლელობის მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაცია გახდა.

„რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდა კაცმა საქართველოში დროებით სტუმრად მყოფი თავისივე ძმა მოკლა. როგორც ირკვევა ორიენტაციის გამო. დანაშანული აღიარა და დაცვაზე უარი განაცხადა. ისიც დაამატა რომ ძმა უყვარს და ყოველთვის ეყვარება.

ორი დღის შემდეგ მკვლელმა ძმამ თავი მოიკლა..

ენითაუწერელი ტრაგედიაა ეს ამბავი! ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების მორიგი უდიდესი სირცხვილი. ყველა იმ ადამიანის კისერზეა ეს ტრაგედია, ვინც თითს არ ანძრევს ამ ქვეყანაში მახინჯი აზროვნების შესაცვლელად!

თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა ეს და მსგავსი ტრაგედიები!, - წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.

როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ისინი აღნიშნულ ვერსიას გამორიცხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მკვლელობის მოტივს არ ასახელებს და გვპასუხობს: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა“.

მოხმდართან დაკავშირებით სხვა ვერსიებიც არსებობს, რომლებზეც „პრაიმტაიმმა“ უკვე გიამბოთ.

წურწუმიების ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმთან“ საუბარისას ამბობს, რომ გიორგი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი შვილის სასაფლაოზე ძმა დანით მოკლა, შვილის გარდაცვალების მერე ნერვიული იყო.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას რობერტ წურწუმიას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გუშინ კი, გიორგი წურწუმიამ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაადასტურეს, რომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა საკანში თავი მოიკლა. ამავე ცნობით, 36 წლის ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.

პენიტენციურ სამსახურში დასძენენ, რომ მომხდარის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს ეცნობა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) დაიწყო.

ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
шаблоны для dle 11.2
loading...
3-10-2019, 22:59
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები