Image

ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო აღაშფოთა - შარდენზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს

image
loading...

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულად მეტყველებდნენ, ერთი საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს. ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბი დღეს დილის გამთენიისას დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
ჩხუბში მონაწილეობდა 15 მდე ადამიანი, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდნენ და თავს საქართველოს მოქალაქეს დაესხნენ. მიყენებული ტრავმვების შედეგად მოქალაქე ს.მ ადგილზე გარდაიცვალა. “ექსპრესნიუსის” ინფორმაციით მან თავის ტრავმვა მიიღო.
კონფლიქტის წარმოშვების მიზეზი უცნობია, თუმცა ის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ 20 მდე ადამიანი დაკითხვებზე გადაიყვანა.
პოლიციის ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
шаблоны для dle 11.2
loading...
15-09-2019, 19:44
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები