Image

"შენ შემდეგ გაგრძელებული ჩემი ცოცხალმკვდრობა მძულს..." - გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედის სულისშემძვრელი მიმართვა

image
loading...

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა, ქეთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

"შენ შემდეგ არ მიცოცხლია. ვცხოვრობ. შენ შემდეგ გავიყინე... ყველანაირი შეგრძნება დავკარგე.

მეც დავიკარგე. გგონია მე უშენოდ ვარ? არა! შენ სულ ჩემთან ხარ და მე სულ შენთან ვარ. რამ გაგვყო მე და შენ... არაფერმა. შენ ჩემში იმაზე მეტი ხარ, ვიდრე მე. ჩემთვის ადგილი აღარ დარჩა... მიხარია.

მინდა უფრო გაბევრდე და სულ შენ იყო, დე, ჩემო სიცოცხლე, მიყვარხარ უსაშველოდ...

ყოველ დილით სარკიდან რომ მიცქერს ძაძებიანი ქალი, მძულს... მძულს ჩემი თავი უსასტიკესი სტატუსით - შვილმკვდარი დედა... შენ შემდეგ გაგრძელებული ჩემი ცოცხალმკვდრობა მძულს... ძალით ნათრევი, დაცემის შიშით გადაგორებული დღეები მძულს... მზარავს სახლში დასადგურებული ცივი სიჩუმე...

უშენოდ დარჩენილი ჩემი თავი მძულს... სად არის ხსნა? არის კი?! არა! არა და არა.

ვერ ვუძლებ... თითქმის ვერ ვუძლებ..." - წერს ქეთი ცირეკიძე.

6 წლის ნია გოგუა, ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზით თურქეთში სამკურნალოდ წაიყვანეს, ის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გოგონას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.шаблоны для dle 11.2
loading...
4-10-2019, 13:31
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები