Image

"მოკლული ივანელაშვილი შვილიშვილებს მარტო ზრდიდა, წლების წინ შვილი და სიძე დაკარგა" - დღეს დატრიალებული ტრაგედიის მძიმე დეტალები

image
loading...

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი 70 წლის ელ­დარ ივა­ნე­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ, მას­სა და შოთა დარ­ბა­ი­სელს შო­რის კონ­ფლიქ­ტი იყო, რა დრო­საც შოთა დარ­ბა­ი­სელ­მა ივა­ნე­ლაშ­ვი­ლის­თვის ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა სცა­და, თუმ­ცა, მას შემ­დეგ მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე კი, დარ­ბა­ი­სე­ლი ხორ­ცის მა­ღა­ზი­ა­ში მი­ვი­და და ივა­ნე­ლაშ­ვილს ფული სთხო­ვა.

"ზუს­ტად მი­ზე­ზი რა იყო, არ ვი­ცით, მაგ­რამ ვიცი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ, ერ­თად ქე­ი­ფობ­დნენ და რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მოხ­და. შოთა დარ­ბა­ი­სელს მა­შინ და­ნის დარ­ტყმა უც­დია, თუმ­ცა ვერ მო­ა­ხერ­ხა. მას შემ­დეგ ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე კი დარ­ბა­ი­სე­ლი ხორ­ცის მა­ღა­ზი­ა­ში მი­სუ­ლა და ივა­ნე­ლაშ­ვი­ლის­თვის უთ­ქვამს, ფული მო­მე­ცი, ტყვი­ე­ბი უნდა ვი­ყი­დოო. ივა­ნე­ლაშ­ვილს ფული მი­უ­ცია, რას წარ­მო­იდ­გენ­და, რაც მოხ­დე­ბო­და. შოკ­ში ვართ ყვე­ლა", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა ივა­ნე ფა­რო­ზიშ­ვილ­მა.

ასე­ვე რო­გორც AMBEBI.GE-ს მოკ­ლუ­ლი ელ­დარ ივა­ნე­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა უთხრეს, მას წლე­ბის წინ შვი­ლი და სიძე გარ­და­ეც­ვა­ლა და შვი­ლიშ­ვი­ლებს მარ­ტო ზრდი­და. კითხვის გაგრძელება...шаблоны для dle 11.2
loading...
5-10-2019, 00:30
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები