Image

ახალხან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

image
loading...

რუსთავში, მტკვრის ნაპირზე გუშინ ნანახი გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი, გიორგი გეთაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში უკვე 17 საათის განმავლობაში იმყოფება. პოლიციასთან არიან შეკრებილი მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე და ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან შეხვედრას ამ დრომდე მოითხოვენ.

გიორგი გეთაშვილის მეუღლის ლელა გეთაშვილის განცხადებით, გიორგის მეგობარი 1 ოქტომბერს დაიკარგა, გუშინ კი დაუკავშირდნენ და გვამის ამოცნობის მოტივით, რუსთავში წაიყვანეს.

გეთაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ დავით მუმლაძის ცხედარი გუშინ მდინარე მტკვარმა რუსთავის ტერიტორიაზე გამორიყა, მას 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიცია მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა და მისი მეუღლეც იქნა გამოკითხული.

"დავით მუმლაძემ ჩემს მეუღლეს დაურეკა 1-ელ ოქტომბერს - შენი ნახვა მინდაო. გიორგი მას შეხვდა, შემდეგ გაიყვანა გლდანში და ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დატოვა, ამის შემდეგ აღარ უნახავს", - აცხადებს ლელა გეთაშვილი.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მას პოლიციის შენობაში შესვლისა და გიორგი გეთაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ და მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსთავში, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა. როგორც დღეს გაირკვა, ის თბილისში მცხოვრები 36 წლის დავით მუმლაძეა.
шаблоны для dle 11.2
loading...
6-10-2019, 18:14
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები