Image

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

image
loading...

უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბას ად­რეც მთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ ვერ ვი­ღებ­დი ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - სად მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­ლო­მე ჭა­ჭუა და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­ცეკ­ვა­ვეს

სა­ლო­მე ჭა­ჭუა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, რომ­ლის სა­ხელ­საც ქვეყ­ნის გა­რე­თაც იც­ნო­ბენ. ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე ცოტა ხან­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბით და­ტო­ვებს და სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წავა. უფრო დე­ტა­ლუ­რად ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე Aambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- სა­ლო­მე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვებთ, რას უკავ­შირ­დე­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნი­დან წას­ვლა?
- სა­ქარ­თვე­ლო­დან ცოტა ხანი მივ­დი­ვარ, ლი­ბან­ში მი­მიწ­ვი­ეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ხუ­თე სე­ზონ­ზე, სა­დაც ქო­რე­ოგ­რა­ფად ვი­მუ­შა­ვებ. ამა­ვე დროს, რამ­დე­ნი­მე შო­უ­ში ვი­ცეკ­ვებ ჩემს მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად. ბრი­ტა­ნე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ იქ და სწო­რედ მათ­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

- რო­გორ და­გი­კავ­შირ­დნენ?
- ბრი­ტა­ნე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ლი­ბან­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე", მათ­თან ადრე მქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი სივი, შემ­დეგ და­რენ ბე­ნე­ტი იყო ჩა­მო­სუ­ლი ჩვენ­თან და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რი­ში იჯდა და სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი ლი­ბან­ში. მათ მოს­წონთ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, ბე­ი­რუ­თის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუც სა­უ­კე­თე­სო "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" სი­ა­ში შე­დის.

გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ, მე­ხუ­თე სე­ზო­ნი სა­უ­კე­თე­სო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს.

- გარ­და იმი­სა, რომ უცხო­ეთ­ში მო­გი­წევს პრეს­ტი­ჟულ შო­უ­ზე მუ­შა­ო­ბა, კი­დევ რითი გახ­და ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თქვენ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი?
- ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბის გარ­და, ვი­ცეკ­ვებ შო­უ­ში. ასე­ვე ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ვი­ძენ, შევ­ცვლი ჩემს ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას დრო­ე­ბით, ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას და ახალ ნაც­ნო­ბო­ბას შე­ვი­ძენ. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა. ად­რეც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი უცხო­ე­თი­დან, მაგ­რამ ვერ ვი­ღებ­დი ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რა­საც ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა ჰქვია. ამ­დე­ნი შრო­მის და მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ კი, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ, შემ­დეგ ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა. კითხვის გაგრძელება...шаблоны для dle 11.2
loading...
7-10-2019, 20:23
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები