Image

"ის ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია... სრულიად უდანაშაულოა" - მარიამ კუბლაშვილი გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანზე

image
loading...

თანამშრომლის ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ილია ჯიშკარიანის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია.

„ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარიამ კუბლაშვილი გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, თუმცა ძალადობად მიიჩნევს ცრუ ბრალდებების გაჟღერებასაც:

„ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა“, - განაცხადა კუბლაშვილმა. იგი დარწმუნებულია ილია ჯიშკარიანის უდანაშაულობაში და ფიქრობს, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა, რადგან მაღალი რეპუტაცია აქვს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომდგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა. იგი ამბობს, რომ მიესალმება პროცესის ღიაობას და ელოდება გამოძიების, ექსპერტიზის შედეგებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ მარიამ კუბლაშვილმა.
шаблоны для dle 11.2
loading...
8-10-2019, 19:11
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები