Image

"რამდენჯერმე სცემა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში... საკუთარ ბიძაშვილებზეც კი ეჭვიანობდა..." - ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები, რომელიც ახლა გახდა ცნობილი

image
loading...

სასტიკი მკვლელობა ხაშურში - ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის და რომ, მის დაზე ბრალდებული ქორწინების პერიოდშიც ძალადობდა.

როგორც ირმა გოგალაძემ განაცხადა, მისი ყოფილი სიძე და და ექვსი წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მისივე თქმით, სამი წლის წინ მისი და საზღვარგარეთ წავიდა და შვილები ამ დროის მანძილზე მამასთან იმყოფებოდნენ.

"მამამ თვითონ გამოთქვა სურვილი, სჯობს ჩემთან იყვნენ ვიდრე ბებოსთანო. ნამდვილად პატრონობდა ბავშვებს. ნათიას უნდოდა, ბინის ფული მოეგროვებინა და ჩამოსულიყო. ამ დროს უკვე აღარ ცხოვრობდნენ ერთად. ერთი წლის შემდეგ ცოლს მოსთხოვა მანქანა მიყიდე, ბავშვები წრეებზე ვატაროო. ნათია ამ თანხას ვერ მისცემდა. ამის შემდეგ შეგვიზღუდა ბავშვებთან ურთიერთობა, მეც ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. ბავშვებს ტელეფონები წაართვა. ერთს დაუმტვრია, რომ დედასთან არ ჰქონოდათ კონტაქტი. სწორედ ამიტომ მარტში ჩამოვიდა ნათია, ბავშვები წამოვიყვანეთ. მოიბრუნა დედამ შვილები და ირაკლიმ ეს ვერ აიტანა" – ამბობს მოკლულის და.

ირმა გოგალაძე ასევე აცხადებს, რომ ირაკლი დეკანოიზეს შვილებზე მეურვეობის მიღება სურდა.

"შესაგებელი სარჩელი დაწერა, მეურვეობა უნდოდა. ბავშვების წაყვანა სურდა. მიხვდა, რომ ბავშვებს დაკარგავდა, გადაწყვიტა, არც მე და არც მასო. პოლიციისთვის არ მიუმართავს, რომ არ გაეღიზიანებინა უარესად. ცოლ-ქმრობაშიც იყო ძალადობის ფაქტები; რამდენჯერმე სცემა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში, ტოლჩა ჩაარტყა, ნაკერები ჰქონდა. ხელწერილი ჰქონდა დაწერილი პოლიციაში. მერე წამოვიყვანეთ ჩემი და. ეჭვიანი იყო, საკუთარ ბიძაშვილებზეც კი ეჭვიანობდა,“ – აცხადებს მოკლულის და.

მისივე თქმით, ეს იყო მომზადებული, გამიზნული მკვლელობა.

„ყუმბარები ჰქონდა, იარაღი. დარაჯობდა ნათიას, რომ მარტო ყოფილიყო. ეს იყო გამწარებული კაცის ნამოქმედარი,“ - ამბობს ირმა გოგალაძე.
шаблоны для dle 11.2
loading...
12-10-2019, 15:07
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები