Image

"ყველაფერი გამოიკვლიეს, წყალი, ნიადაგი, ჰაერი" - სკანდალი, ამ წუთებში ბავშვებში ტყვიის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი გახდა ცნობილი

image
loading...

გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვების სისხლში გადაჭარბებული ტყვიის შემცველობა უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე აღმოსავლეთში. სპეციალისტები იკვლევდნენ, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი. დღეს ამ გამოკვლევის შედეგები ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ჩვეთან საუბრისას განაცხადა, კვლევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციას, Pure Earth-ს, ჩაატარებინეს და დადგინდა, რომ გამოკვლეულ ოჯახებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა არა ნიადაგის, წყლის ან ჰაერის , არამედ
სუნელების ბრალია.

"ლოგიკურად რომ ვთქვათ, თბილისში უფრო მეტი მანქანა დადის თუ მთიან აჭარაში? - რა თქმა უნდა, თბილისში. გამონაბოლქვი გამოირიცხა. ყველგან ერთნაირი საკვები და სათამაშო იყიდება ბაზარზე. განსხვავებაა ისაა, თუ რას ჭამენ დასავლეთში ბავშვები ისეთს, რასაც არ ჭამენ აღმოსავლეთში. სუნელებს ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყენებენ. სუნელებზე თავიდან ძირითადი აქცენტი არც გვქონია. თავად რომელსაც ამზადებენ სახლში, სახიფათო არ არის. კვლევაში მოხვდა ბაზარზე ნაყიდი სუნელები, რომლებსაც კარგი ფერის მისაღებად ღებავენ. კვლევას კიდევ ვაგრძელებთ, მაგრამ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებში მომატებული იყო ტყვიის შემცველობა, ყველაფერი გამოიკვლიეს, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, დარჩა მხოლოდ სუნელების მოხმარება. სახლში ძველი საღებავებიც რისკის ფაქტორია, იმიტომ, რომ ძველ საღებავებში ტყვია ძალიან ბევრი იყო " -
ამბობს Mshoblebi.ge-სთან საუბრისას პაატა იმნაძე.

კვლევის შედეგად სულ 25 ოჯახი შემოწმდა და დასკვნაც მათ საფუძველზე გაიცა, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, უფრო მაშტაბური კვლევა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტყვიის მაღალი შემცველობა ბავშვების 41%-ში აღმოჩნდა, რეგიონებში კი ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია.
თამარ იაკობაშვილი
шаблоны для dle 11.2
loading...
30-10-2019, 17:59
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები