Image

ახლახან მძიმე ტრაგედია დატრიალდა - 1 ადამიანი გარდაიცვლილია და 3 დაშავებული

image
loading...

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. როგორც imedinews-ს თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედგადაც მგზავრებიით სავსე მიკროავტობუსი გადაყირავდა. დაზიანდა 7 ავტომობილი. შემთხვევა თემქა-მუხიანის გადასახვევთან მოხდა.

გარდაცვლილია ხანში შესული ქალი, რომელიც ავარიის დროს ფეხით გადაადგილდებოდა. დაშავებულებიდან 1 მსუბუქ ავტომობილში იჯდა, 2 კი სამარშრუტოში. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
шаблоны для dle 11.2
loading...
30-10-2019, 20:23
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები