Image

შოკისმომგვრელი კადრები - ძმისშვილსა და მის ფეხმძიმე შეყვარებულზე თავდასხმის შემდეგ ბიძამ მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა, 17 წლის ბიჭი მოკლა და... (ვიდეო)

image
loading...

არგენტინაში მამაკაცმა 17 წლის ყაჩაღი მოკლა მას შემდეგ, რაც მძარცველები თავს დაესხნენ მის ძმისშვილსა და ფეხმძიმე შეყვარებულს,- წერს DAILYMAIL-ი

სახლის ეზოში დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ როდესაც კლაუდიო რამონ პარდოს 27 წლის ძმისწული თავის ორსულ მეგობარ გოგონასთან ერთად დაბრუნდა სახლში, მას თავს დაესხა 3 არასრულწლოვანი ბიჭი, რომელთაც მოითხოვეს მისგან მანქანის გასაღებისა და მობილური ტელეფონის გადაცემა- ამ დროს კი ცეცხლი გახსნეს წყვილის მიმართულებით.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მძარცველთა მოთხოვნის შესრულებისთანავე, 46 წლის კლაუდიო რამონმა სახლის მეორე სართულის კარები გამოაღო და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა თავდამსხმელებს, რა დროსაც გარდაიცვალა ერთ-ერთი მათგანი. იგი დაედევნა აგრეთვე ორ თავდამსხმელს, რომელთაგან ერთი დაჭრა ფეხში, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. დაჭრილი ახალგაზრდა რამონმა პოლიციას გადასცა. გაქცეულ მძარცველს ამ დრომდე ეძებენ.

სამართალდამცავებს 46 წლის არგენტინელი მამაკაცი არ დაუკავებია, რადგან მკვლელობა შეფასდა, როგორც თავდაცვის მცდელობა.
шаблоны для dle 11.2
loading...
30-10-2019, 22:52
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები