Image

"მეგონა საუკეთესო და მყავდა, ჩემზე ზრუნავდა და რომ გაიგო ჩემზე ეს ამბავი მაშინვე ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, მზრუნველი და მონსტრად მექცა ამ ნაბიჯის გამო..."

image
loading...

25 წლის ქეთი რედაქციაში გვესტუმრა და საკუთარ ამბავს მოგვიყვა. გოგონა თავს გადამხდარი ამბით შეძრული გახლდათ. უფროსი დის ეჭვიანობამ ქეთის ცხოვრება დაუნგრია და საყვარელ მეუღლეს დააშორა. თუმცა მიზეზი დღემდე არ იცის და ექვსი თვის ბავშვს მარტო ზრდის.

ქეთი:
- მე და ჩემი და დეა დედა-შვილივით ვიზრდებოდით. სიბერის შვილი ვარ და ის ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ. ისე მივლიდა, რომ ყველას დედა-შვილი ვეგონეთ. მშობლები სულ სამსახურში იყვნენ, მთელი დღე ერთად ვიყავით. ხანდახან წამოსცდებოდა ხოლმე, შენ გამო არ
ვთხოვდები და ალბათ, ყველაზე მეტად შენს გაბედნიერებას ვერ გადავიტანო.
მეზობლები ხუმრობდნენ, ვინც დეას გაიცნობს და თქვენს ურთიერთობას დაინახავს, შენი ცოლად წაყვანა არ მოუნ-დებაო. ყველა ნაბიჯს მიკონტროლებდა, სახლში დაგვიანებაზე სკანდალებს მიწყობდა, მაგრამ არაფერს მაკლებდა და საკუ-თარ ხელფასს მთლიანად ჩემზე ხარჯავდა.

15 წლის ვიყავი, მამა სიმსივნით რომ გარდაიცვალა. ერთ წელიწადში დედაც მიჰყვა. ქალმა საყვარელი ქმრის სიკვდილს ვერ გაუძლო. დავრჩით სახლში მე და ჩემი უფროსი და. ღმერთო მაპატიე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მათი სიკვდილი დეას გაუხარდა, რადგან ტირილის უფლებას არ მაძლევდა. არ მინდა, რომ ინერვიულოო და თვითონაც შეუვალი იჯდა.

მარტო დარჩენის შემდეგ ნათესავები ჩვენთან იშვიათად მოდიოდნენ. მის მძიმე ხასიათს ვერავინ იტანდა და ქუჩაში თუ ვინმე შემთხვევით შემხვდებოდა, მეუბნებოდა, მალე გათხოვდი, თორემ შენი დის კლანჭებს თავს ვერასოდეს დააღწევო.

ამ წლების განმავლობაში თუ თაყვანისმცმელი გამოჩნდებოდა, დეა ყველას თავიდან იშორებდა, მაგრამ გოჩა ტელეფონით გავიცანი და ერთი წელი ისე ვმალავდი მასთან ურთიერთობას, რომ ვერაფერი გაიგო. ჩემი შეყვარებული რაიონიდან გახლდათ. თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა და ჩვენი ურთიერთობის გასაიდუმლოებას კარგად ვახერხებდით. მაშინ 23 წლის ვიყავი და საკუთარი სამსახური არ მქონდა. პროფესიით ბიოლოგი ვარ და სახლში რამდენიმე ბავშვს ვამზადებდი. დეა მთელი დღე გასული იყო.

ერთ დღეს ისტერიკით მოვარდა სახლში. როგორც გავარკვიე, გოჩას დედას ჩემი წარსულის გაკითხვა თბილისელი ნათესავისთვის დაუვალებია და ასე მივიდნენ ჩემს დამდე, რომელიც შოკში ჩავარდა, გოჩას შესახებ რომ გაიგო.

იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. მოსიყვარულე და ჩემზე მზრუნველი და ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. მობილური ტელეფონი წამართვა და სამსახურში დაჰქონდა. შინ კი სახლის ტელეფონი გათიშა, რომ გოჩას იქ არ დაერეკა. მოულოდნელად მოდიოდა სახლში, რომ ენახა, სადმე ხომ არ ვიყავი გასული. ცხოვრება აუტანელი გახდა.

ბოლოს მოვიფიქრე, ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვე და კვირაში სამჯერ, როდესაც გაკვეთილზე მოდიოდა, გოჩას მისი ტელეფონით ვესაუბრებოდი. ერთ დღეს კი გაპარვა გადავწყვიტეთ. ძალიან მარტივად გავიქეცით სახლიდან და ერთი კვირით გოჩას ბებიასთან იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გავიპარეთ. სამი დღის შემდეგ დედამთილმა ჩამოგვაკითხა, ჩემი და გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა და ჩემს ნახვას ითხოვდა. დღემდე მჯერა, რომ დეამ ექიმები სერიოზულად მოატყუა და არაფერი სჭირდა.

ტირილით შემხვდა, არასოდეს მიმატოვო, სახლში დაბრუნდი და ყველაფერს გაპატიებო. რა თქმა უნდა, არ დავბრუნდი და საცხოვრებლად ჩემი ქმრის სოფელში წავედი. უბედნიერესი ერთი წელი გავატარე. მივხვდი, რომ ცხოვრება სხვანაირი ყოფილა. ყველა თავზე მევლებოდა. არაფერი მაკლდა და დეაც არასოდეს მომიკითხავს.

ერთ დღეს, ორი კვირის მყავდა ბავშვი, როცა გოჩა ღამე სახლში არ დაბრუნდა. ტელეფონს არ პასუხობდა, ხან გათიშული ჰქონდა. მეზობელმა გვითხრა, დავინახე, მანქანით სოფლიდან გავიდაო. შინ მეორე დღეს შეშლილი სახით დაბრუნდა. მითხრა, ბარგი ჩაალაგე და ბავშვიც წაიყვანე, ამ სახლიდან მიდიხარო. ორი საათი ვეხვეწებოდით მე და დედამთილი ეთქვა, რა მოხდა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მითხრა, შენი და გელოდება, ოდესმე მას თავს თუ დააღწევ, შეიძლება, მე უკვე სხვა ცოლი და სამი შვილი მყავდესო.

ტაქსით თბილისში ჩამოვედი და ძველ სახლს დავუბრუნდი. დეა სიხარულით შემხვდა, აშკარად ეტყობოდა, რომ მელოდა. მუხლებში ჩავუვარდი და ვთხოვე ეთქვა, რა უთხრა ჩემს ქმარს, მაგრამ ამ თემაზე ხმა ვერ ამოვაღებინე. მითხრა, ბავშვიც გვყავს და ახლა ბედნიერები ვიქნებით. შენი სოფლელი ქმარი კი არაფერში გჭირდებოდაო.

დაჩი უკვე ექვსი თვისაა და მამას ერთხელაც არ მოუკითხავს. ორჯერ ჩამოვიდა ჩემი დედამთილი ბავშვის სანახავად. საბედნიეროდ, დეა სახლში არ იყო და ვაჩვენე. ქალი ტიროდა, ვერ გავიგე, ჩემს შვილს რა დაემართა, შენი წამოსვლის შემდეგ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია და მთელი დღეები სვამსო.

ხანდახან მინდა, ჩემს შვილს ხელი მოვკიდო და ჩემს საყვარელ ქმარს დავუბრუნდე. თუ გამომაგდებს, იქვე სოფელში ვიქირაო სახლი და მის გვერდით ვიცხოვრო. ასე მაინც დავაღწიო ჩემს შურიან და გაბოროტებულ დას თავი.
шаблоны для dle 11.2
loading...
31-10-2019, 01:00
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები