Image

საუკუნის სკანდალი სინოდის კრებაზე - "მე ასე ვუთხარი: ამ ცოდვას ვერ შევეგუები დედა ეკლესიაში" - მეუფე პეტრე შოკისმომგვრელ დეტალებს პირველად ჰყვება

image
loading...

"გმირი ვარ თუ ანტიგმირი, ამას ისტორია განსჯის" - ამის შესახებ ჭყონდიოდელმა მიტროპოლიტმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
სასულიერო პირმა, რომელიც პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან განაყენა, იმედი გამოთქვა, რომ ეს ჟამი მალე დადგება და ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

მეუფე პეტრემ სოდომ-გომორის შესახებ პირდაპირ ეთერში წმინდა წერილი წაიკითხა.

მისი მტკიცებით სწორედ ამის წაკითხვა არ აცალეს სინოდის სხდომაზე.

"სიმართლის თქმა არ არის უხამსად მოქცევა. მეუფე ნიკოლოზი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ხელით გამიყვანეს. უბრალოდ ცრუობს"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, თუ მისი განცხადებები სინოდის წევრებმა მიიღეს საკუთარ თავზე ეს ლუსტრაციაა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ის ითხოვდა სინოდის სხდომა გადადებულიყო.

"სჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია რომ დამკიტცებულად ჩაითვალოს ბრალდება. მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ. მისაყვედურეს, რომ მე შეურაცხყოფას ვაყენებდი პატრიარქს... ის დუმდა, ბოლოს კი გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება.

მე ასე ვუთხარი - აუღელვებელი ღმერთი აღელდა ამ ცოდვის გამო, ვუთხარი რომ ამას ვერ შევეგუები დედა ეკლესიაში"- აცხადებს მეუფე პეტრე.
шаблоны для dle 11.2
loading...
31-10-2019, 21:18
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები