Image

ეს ყველასთვის შოკისმომგვრელია - ნახეთ რას ამბობს ბიძინა ივანიშვილზე მამუკა ბახტაზე თანამდებობის დატოვებიდან 2 კვირის შემდეგ

image
loading...

მამუკა ბახტაძე, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. მისი ეს მადლობა კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტს უკავშირდება.

ყოფილმა პრემიერმა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ სამადლობელი სიტყვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“გუშინ გაიმართა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო სივრცის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია. 2020 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

განათლების - ეროვნული იდეის არსი სწორედ, იმაში მდგომარეობს რომ საქართველო იქცეს განათლების კერად რეგიონში და ამ მიზნის მისაღწევად მსგავსი მასშტაბის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრებია საჭირო. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებთან და ძირითადად მოამზადებს უმაღლესი კატეგორიის ინჟინრებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" ამ ისტორიული პროექტისთვის“, - წერს მამუკა ბახტაძე.
шаблоны для dle 11.2
loading...
19-09-2019, 15:42
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები