Image

"ლაპარაკი დავამთავრე, მე..." – ამას ვერ წარმოიდგენთ, ნახეთ რას ამბობს ვანო ჯავახიშვილი "ნიკა არაბიძის შოუზე"

image
loading...

როგორც იცით "ნიკა არაბიძის შოუ" მალე გავა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. ეს არის „ღამის შოუს“ ფორმატის გადაცემა, რომელიც ჯერ დათო გოგიჩაიშვილს მიყავდა, მოგვიანებით კი - ვანო ჯავახიშვილს. „კომედი ჯგუფი“ ამჯერად არაბიძის შოუს გვათავზობს.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნიკამ აღნიშნა, რომ ახალი გადაცემის დაწყების წინ ღელავს, გარდერობი განაახლა, მონოლოგისთვის წერს სცენარებს... გადაცემას ეყოლება სტუმრები, ექნება იუმორისტული ნომრები... მოკლედ, ის მზადაა.

ნიკა არაბიძე: მე უკვე ასე ვღელავ გადაღებების წინ რამდენიმე წელია, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- მონოლოგის ტექსტის დამახსოვრება ხომ არ გიჭირთ?
- რა ვიცი, ამდენი ხანი ვიმახსოვრებდი და ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება მახსოვრობა მოგვაკლდეს, მაგრამ სუფლიორი დამეხმარება.

ნიკას შოუსთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად „პრაიმტაიმი“ ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა.

- ვანო, როგორ წარმოგიდგენია ნიკა ამ ფორმატის გადაცემის წამყვანად?
ვანო ჯავახიშივილი: - მე ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ლაპარაკი დავამთავრე.

როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-ზე დარჩენილ იუმორისტთა ნაწილზე „მთავარ არხზე“ გადასული მეორე ნაწილი ნაწყენია.

ნიკა არაბიძე: - მე განაწყენებულს ვერ ვიტყოდი. ვთქვი და ვიმეორებ, ისინი, ვინც გადავიდნენ, ჩვენი მეგობრები არიან, წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს და წავიდნენ. მე წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის.
шаблоны для dle 11.2
loading...
20-09-2019, 14:16
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები